ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან..."

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან..."

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო და დამტკიცდა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლიათ.

როგორც მელიამ განაცხადა, ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარი გახდება.

მისივე თქმით, ქვეყნის ყველა მეგობარი და პარტნიორი დგას ქართველ ხალხთან ერთად, რათა „მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქს გამოსტაცონ“ და „ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში.“

მისი თქმით, მოცემულ მომენტში მიიღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთი კომფორტის ზონას არ დაუიტოვებს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველაგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, ოპოზიციამ კვლავ აჩვენოს ერთობა.

მისივე თქმით, რჩება მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან.

„მე პირადად თავს არ დავზოგავ, მე ამ ქვეყანაში, ამ ხელბორკილ დადებულ სახელმწიფოში ცხოვრებას წლების განმავლობაში, მით უმეტეს, იმ ცოდნით, რომ შვილი უნდა გავზარდო ამ ქვეყანაში, დიახაც, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ისტორია გვიკრძალავს ჩვენ უკან დახევას, რუბიკონი გადალახულია, გავლებული ხაზი გადალახული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან და დაგარწმუნებთ, რომ საქართველო გაიმარჯვებს უკანასკნელ 4 თვეში.

მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, მე არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ჩვენ კვლავ უნდა გავერთიანოთ საერთო ძალისხმევა, ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან და უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, რადგან ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც სახელმწიფოს გათავისუფლება მტაცებლებისგან ჰქვია, მე არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავეა ან უდანაშაულო, არ ვამბობ, რომ ჩვენც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაშიც. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს შანსს არ დავუტოვებთ, რომ მომდევნო დამატებით თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა მელიამ.

"მომესმა, რომ ვიღაცას მუსიკა ჰქონდა ჩართული, მეგონა, ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა..." - კახა კუჭავა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვაზე

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაამტკიცა - რა შეიცვლება საარჩევო რეფორმის შედეგად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"