„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა მათი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი.
„რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი და იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია”, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელსაც პარტია „ტვიტერზე“ ავრცელებს.
ცნობისთვის, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.