ავტორი:

"ვიცით, რომ თამარ კორძაია დოკუმენტზე ხელმოწერას და პარლამენტში ისე შესვლას აპირებს" - ლევან ბეჟაშვილი

"ვიცით, რომ თამარ კორძაია დოკუმენტზე ხელმოწერას და პარლამენტში ისე შესვლას აპირებს" - ლევან ბეჟაშვილი

წინასწარი პოზიცია ვიცით, რომ თამარ კორძაია აპირებს ხელმოწერას და ისე შესვლას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ მიიღო ვინმემ პარტიაში გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეს პარლამენტში, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი, ყველა ერთად შევა პარლამენტში.

„ბუნებრივია, არ იყო ეს გადაწყვეტილება მარტივი მისაღები რადგან პარტიის შიგნით, ასევე საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, რომ ბოიკოტირება გაგრძელდეს, თუმცა, გამომდინარე იმ გარემობებიდან, რომელიც შექმნილია, პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი კომფორტის ზონა არ დაუტოვოს "ქართულ ოცნებას", მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ველზე, როგორიც არის პარლამენტი. იქნება ეს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია თუ ქუჩის პოლიტიკა, ყველგან გავაგრძელოთ "ქართული ოცნების" შევიწროება, რომ მივაღწიოთ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხელისუფლებიდან მათ ჩამოშორებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, 6 - თვიანმა ბოიკოტმა მოიტანა ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მას შემდეგ, რაც 43 პროცენტს თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ დააგროვებს“.

„ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ექნება საშუალება, კონსტიტუციურად, არჩევნების გზით, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ეს უკვე მიღწევაა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?