ავტორი:

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

გუმათში სამართალდამცველებსა და "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები რკინის ჯებირს აწვებოდნენ და ცდილობდნენ ბარიკადების გადაყირავებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, "არ მიაწვნენ და გამოვიდნენ უკან".

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე აქტვისტს ვერ პოულობენ და პოლიციას მოუწოდებენ, დაკავებულები გაათავისუფლოს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ ბარიკადებს ხელებს ურტყამენ შეძახილებით: "საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველო".

ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც ხეობაში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეიქმნა.

ის რიონის ხეობაში აღმართული ბარიკადების აღებას მოითხოვს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ და ისინი კანონს არ არღვევენ.

„მთელი საქართველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში ამ ბარიკადების სახით. ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ, გზის გადაკეტვის უფლება არავის აქვს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური. ჩვენი მოთხოვნებით პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება. ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს უტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს. ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“, - განაცხადა გოლეთიანმა.

სოფელ გუამთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მანამდე, „რიონის ხეობის მცველები“ ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

„ჩვენი დამონება გინდათ, ვერ მოგართვით! მონები აქ გყავთ პოლიციელების სახით“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება ვიდრე, ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეწყდება.

"ერთი ადამიანი შემოყვანილი იყო გულის გაჩერებით... დაშავებულებს შორის ბავშვიც არის" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი

"დავინახე, რომ სატვირთო ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ცდილობდა, გაეჩერებინა, მაგრამ..." - რას ჰყვებიან თვითმხილველები ნიუ-ჰოსპიტალთან მომხდარ ავარიაზე?

ფოტორეპორტაჟი კრწანისის ქუჩიდან - რა ხდებოდა ადგილზე უმძიმესი ავარიიდან რამდენიმე წუთში?