ავტორი:

"პირობას გაძლევთ, სულ მალე განვითარებას და აღორძინებას, ყველა იგრძნობს" - ეკონომიკის მინისტრი

"პირობას გაძლევთ, სულ მალე განვითარებას და აღორძინებას, ყველა იგრძნობს" - ეკონომიკის მინისტრი

შემდეგ კვირაში აპრილის ეკონომიკური ზრდის შედეგები გამოქვეყნდება, გარწმუნებთ, ეს მართლაც გასაოცარი ნახტომი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ აღნიშნა, მარტი იყო შემობრუნების თვე.

მინისტრმა პირობა დადო, რომ „სულ მალე შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას, ყველა იგრძნობს“.

„2020 წელი იყო აბსოლუტურად ჩვენი განვითარების ტრაექტორიიდან ამოვარდნილი წელი, ისევე, როგორც გლობალურად უმძიმესი წელი. რამდენიმე ტრილიონის ზარალი მიადგა გლობალურ ეკონომიკას. უახლოეს ხუთ წელიწადში 20 ტრილიონის ზარალზეა საუბარი - რაც არის დათვლილი. ჩვენც ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი, მით უფრო, რომ ძალიან ინტეგრირებულები ვართ ზოგადად რეგიონალურ და მსოფლიო ეკონომიკაში. ჩვენ ახლა ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს. თუნდაც მარტის თვე იყო შემობრუნების თვე, რადგან პირველდ დაფიქსირდა პოზიტიური დინამიკა ეკონომიკის განვითარებაში. ვიცი, რომ როდესაც ციფრებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში - ციფრი არაფერს ეუბნება. პირობას გაძლევთ, რომ სულ მალე ამ შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას, ყველა იგრძნობს. შემდეგ კვირაში აპრილის ეკონომიკური ზრდის შედეგები ქვეყნდება, გარწმუნებთ, ეს მართლაც გასაოცარი ნახტომი იქნება. ჩვენ ახლა ნახტომები გვჭირდება და არა ევოლუციური, ნელ-ნელა განვითარება“, - აღნიშნავს თურნავა.

მან ასევე სიღარიბის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი იმედი ე.წ. მწარმოებლური დარგებია.

„სამწუხაროდ, სიღარიბის მაჩვენებელი გამოქვეყნდა და ჩვენ 1.5 %-ით მდგომარეობა გაგვიუარესდა. მართალია ეს მდგომარეობა, რაც გვაქვს არის 2017 – 2018 წლის მაჩვენებელი დაახლოებით, ანუ, ორი წლით უკან დავბრუნდით პრაქტიკულად. 2010-2011 წელში იყო უფრო მეტი - 37 პროცენტი, ახლა 21 პროცენტია, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი საბუთი. ამიტომ, ახლა ჩვენ რომ ეს ძალიან სწრაფად გადავლახოთ, ბევრი რამ ერთდროულად უნდა ვაკეთოთ. ენერგეტიკაც უნდა ვაშენოთ, ინვესტორები კი არ უნდა დავაფრთხოთ, მაქსიმალურად უნდა შემოვიყვანოთ, რასაც გავაკეთებთ, ტურიზმი უნდა გავხსნათ. სასიხარულოა, რომ უკვე ხედავთ თქვენ რამხელა ძალისხმება გადაიდგა ამისთვის. ჩვენი მთავარი იმედი ე.წ. მწარმოებლური დარგებია“, - აღნიშნა მინისტრმა.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები