ავტორი:

,,ბიბლუსი გალერეას’’ გახსნა და სიურპრიზები „ბიბლუსისგან“, „პეპელასგან“ და ,,XS-ისგან“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

,,ბიბლუსი გალერეას’’ გახსნა და სიურპრიზები „ბიბლუსისგან“, „პეპელასგან“ და ,,XS-ისგან“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

რამდენიმე დღეში პირველი ივნისია. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოების მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

პატარებისთვის საინტერესო აქტივობები „ბიბლუსმა“, სათამაშოების მაღაზია „პეპელამ“ და „XS-მა“ უკვე დაგეგმეს.

1 ივნისის დღესასწაულზე ,,ბიბლუსი გალერეა’’, ჭავჭავაძის 2-ში საზეიმოდ გაიხსნება. ,,ბიბლუსი გალერეა’’ არის ,,ბიბლუსი ჯგუფის’’ მნიშნველოვანი და განსხვავებული კონცეფციის მაღაზია, სადაც არამხოლოდ წარმოდგენილი იქნება წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ხელსაქმის მასალები და ელექტრო აქსესუარები, არამედ სათამაშოების მაღაზია ,,პეპელა’’ და კაფე ,,პიატო’’.

საზეიმო გახსნასთან და სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, ,,ბიბლუსი გალერეაში’’ მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს ყველასათვის საყვარელი ზღაპრებისა და ანიმაციების გმირები უმასპინძლებენ და გემრიელ საჩუქრებს გადასცემენ, რომელიც ,,ბიბლუსი ჯგუფის’’ მეგობარმა კომპანიებმა ,,სანტე ,,ლოკო-მოკომ’’’’ ,,თოლიამ’’, ,,სნომ’’, ,,დანონმა’’ და ,,ნესკვიკმა’’ დააწესეს.

ასევე, 17:00-სთ-დან ,,ბიბლუსი გალერეაში’’ (ჭავჭავაძის 2), პატარა სტუმრებს ,,პალიტრა L’’-ის საბავშვო ავტორი და ილუსტრატორი ქეთი მეზურნიშვილი უმასპინძლებს და ბავშვებს წიგნს წაუკითხავს. ღონისძიების განმავლობაში კი, გაიმართება წიგნის ,,ჟირაფიკოსა’’ და „ფრიი!“ პრეზენტაციაც.

,,ბიბლუსი ჯგუფში’’ შემავალი წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსი’’, სათამაშოების მაღაზია ,,პეპელა’’ და ,,XS’’ პატარებს სხვა ფილიალებშიც უმზადებენ სიურპრიზებს. წიგნებისა და ანიმაციური გმირები: ალისა და მექუდე, ჯამბაზები, მიკი და მინი მაუსები, ლოლი და ადამიანი ობობა, პატარებს უმასპინძლებენ 17:00-დან 19:00 სთ-მდე შემდეგ ფილიალებში: ,,ბიბლუსი გალერეა’’ (კანდელაკის #7); სითი მოლში (ქავთარაძის 1) მდებარე, ,,ბიბლუსის’’, ,,პეპელასა’’ და XS’’ ფილიალები; თბილისი გალერეაში მდებარე ,,ბიბლუსისა’’ და ,,XS’’ ფილიალებში და მცხეთაში მდებარე ,,ბიბლუსის’’ ფილიალში;

წიგნისა და სათამაშოების მოყვარულებისთვის ,,ბიბლუსი ჯგუფს’’ დამატებითი ფასდაკლებები აქვს: 200-ზე მეტ საბავშვო წიგნზე ,,ბიბლუსის’’ ყველა ფილიალში იმოქმედებს 20%-დან 50%-მდე ფასდაკლება. სათამაშოების ქსელ ,,პეპელაში’’ იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება სათამაშოების სრულ კოლექციაზე, ხოლო სათამაშოების ქსელ ,,XS’’-ში 50%-მდე ფასდაკლება სათამაშოების სრულ ასორტიმენტზე.

R

ახალ “ბიბლუსი გალერეაში” ქეთი მეზურნიშვილის ნახატებიანი საბავშვო წიგნის, “ჟირაფუკას”, წარდგენა გაიმართება

3 ივნისიდან "პალიტრა L” ახალ სერიას „ქალების კალმით“ ქართველი მკითხველისთვის  ცნობილი და საყვარელი ავტორის,ელიფ შაფაქის ახალი წიგნით დაიწყებს

დღეიდან „დიდი მხატვრების“ პირველი ალბომი „კვირის პალიტრასთან“ ერთად!