ავტორი:

"გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა, ეს იქნებოდა საჩუქარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" - გიორგი გახარია

"გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა, ეს იქნებოდა საჩუქარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაყენება შეეძლო, თუმცა ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” საჩუქარი იქნებოდა.

ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, შეძლებდა თუ არა ნიკა მელიას დაკავებამდე განვითარებული მოვლენების დროს ვახტანგ გომელაურის გათავისუფლებას და პარტია ხომ არ დაემუქრა, რომ თუ ამას იზამდა, მას გაუშვებდნენ პრემიერის თანამდებობიდან. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას დაკავებამდე ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი, მისთვის “საპოლიციო ღონისძიების” ჩატარება მიუღებელი იყო.

"გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა, ეს იქნებოდა საჩუქარი "ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს იმხელა ინსტიტუციურ კრიზისში და დაპირისპირებაში შეიყვანდა ქვეყანას, ჩემი გადადგომის რამდენიმე მიზეზი იყო… იქნებოდა ბევრად სერიოზული, კონფლიქტური და ბევრად დააზიანებდა ქვეყანას,” - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, გომელაურის გადაყენება “ქართულ ოცნებაში” მწვავე შიდადაპირისპირებას გამოიწვევდა, რის გამოც, ამჯობინა თავად გადამდგარიყო.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ვისაც სჯერა, დაელოდოს ამ სიურპრიზებს" - როგორ ეხმაურება გიორგი ვაშაძე სააკაშვილის განცხადებას?

"გახარია იყო "კრიზისმეიკერი" და არა "კრიზისმენეჯერი", მას ეკლესიისგან მხარდაჭერა არ ექნება" - მეუფე იაკობი