ავტორი:

"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი" - გიორგი გახარია

"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი" - გიორგი გახარია

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა გახარიას თქმით, კონკრეტულად სად ვის დაასახელებენ, ან ვის შეიძლება დაუჭირონ მხარი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. მან ასევე ისაუბრა კახი კალაძეზე და განაცხადა:

"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი. ის, როგორც პოლიტიკური ოპონენტიც არის უაღრესად ღირსეული. რა იქნება მომავალში, არ ვიცი, ჯერ კახი კალაძეს თვითონ არ უთქვამს, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, ვნახოთ, ჩვენ არსად გვეჩქარება... ჯერ არავისთან ვაპირებთ კორდინაციას, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო ჩვენი პარტიის ორგანიზაციული ჩამოყალიბებისთვის, ამაზე ლაპარაკი სადღაც 2 თვეში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გახარიამ.