ავტორი:

"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი

"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენდოკრინული ორგანოა, ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. მისი ფუნქციის დარღვევა განაპირობებს მთელი რიგი ორგანოების ფუნქციის დარღვევას.

რა როლი აქვს ფარისებრ ჯირკვალს ორაგანიზმში, რა იწვევს მის დაზიანებას და როგორ უნდა ვუნკურნალოთ მას, ამაზე ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნათია ქათამაძე გვესაუბრება:

- ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება განპირობებულია იმუნური სისტემის „არასწორი“ ფუნქციონირებით, როდესაც ორგანიზმი აზიანებს საკუთარ ორგანოს, ამ შემთხვევაში კი - ფარისებრ ჯირკვალს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ვირუსების და ბაქტერიების ზემოქმედებასთან.

- ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებისას ჩნდება - ჯირკვლის უკმარისობა, თირეოტოქსიკურობა, კვანძი, ავტოიმუნური თირეოიდიტი და ა.შ... რომლებიც ადამიანში უცნაური სიმპტომებით ვლინდება. ფარისებრის ორგანო ასეთი მრავალფეროვანია, რომ ამდენ დაავადებას იწვევს?

- დიახ, ფარისებრი ჯირკვლში დაავადებები მართლაც მრავალფეროვანია. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ტერმინში „ჩიყვი“ სინადვილეში იგულისხმება დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელთა სწორი დიაგნოსტირება სწორ მკურნალობას განაპირობებს. ფუნქციის დარღვევის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის ორ პათოლოგიას გამოყოფენ: ჰიპოთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ და ჰიპერთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის იმაზე მეტ ჰორმონს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. ცალკე აღსანიშნავია დღესდღეობით ძალიან გავრცელებული პათოლოგია - ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელიც ჯირკვლის სტრუქტურის დარღვევით მიმდინარე დაავადებებს განეკუთვნება.

- გულის ფრიალი, სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილბის მტვრევა, კანის სიმშრალე, გამონაყარი - ზოგჯერ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, ან ერთადაც ვლინდება. ამ დროს ადამინი ვერ ხვდება, რომ ეს ფარისებრის პრობლემით არის გამოწვეული. ასეთ დროს რა უნდა ქნას მან?

- თუკი აღნიშნული ჩივილების ერთობლიობაა გამოხატული, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ-ენდოკრინოლოგს. თუნდაც ჩამოთვლილთაგან ორი, სამი სიმპტომი იყოს გამოხატული, დაავადების გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, მაინც აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. დიახ, ჩივილები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა სანამ სხვა პათოლოგიების ძებნას დავიწყებთ, პირველ ეტაპზე სწორედ ფარისებრი ჯირკვალი უნდა გამოვიკვლიოთ.

- დაავადების გამოვლენის შემდეგ, მისი მართვა მხოლოდ ექიმზეა დამოკიდებული?

- არა, რა თქმა უნდა, ყველა დაავადების წარმატებულ მკურნალობას, ექიმის და პაციენტის ერთობლივი შრომა უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის დანიშვნა, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის დამყოლობა. მან უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ექიმისგან ექნება მიღებული.

- კოვიდინფექცია ფარისებრის პრობლემის მქონე პაციენტებში როგორ მიმდინარეობს? კვლევებმა რა აჩვენა?

- კოვიდპანდემიამ შეცვალა და გაზარდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გამოვლენის სიხშირეც. ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, კოვიდგადატანილ პაციენტებში საკმაოდ გაიზარდა ქვემწვავე თირეოიდიტის რიცხვი, რაც ზოგადად არც თუ ხშირ პათოლოგიას წარმოადგენდა. ქვემწვავე თირეოიდიტის საფუძველი ვირუსული ინფექციაა, სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა კოვიდპანდემიის დროს ალბათ ამ დაავადების გავრცელებაც.

- და თქვენი პროფილის პაციენტებს რა პოსტკოვიდური გართულებები აღენიშნებათ?

- კოვიდიან პაციენტებში ისედაც ხშირად აღინიშნება მაგალითად, ზოგადი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, რაც ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროსაც გვხვდება. ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, არ შეცვალონ/შეწყვიტონ მკურნალობა. სწორი მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ჩვენს პათოლოგიასთან დაკავშირებულ პოსტკოვიდურ გართულებებს.

- ფარისებრის ყველა პრობლემას, თქვენც აღნიშნეთ, მასობრივად მაინც „ჩიყვს“ რატომ უწოდებენ და რეალურად რა არის „ჩიყვი“?

- „ჩიყვი“ როგორც აღვნიშნეთ, ხალხურ ენაზე ფარისებრი ჯირკვლის ყველა ცნობილ პათოლოგიას აერთიანებს, სინამდვილეში „ჩიყვი“ ნიშნავს გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის მაქსიმალური მოცულობა - 18 სმ3, ხოლო მამაკაცებში - 21 სმ3.

- რა საპრევენციო ღონისძიებაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ადამიანი ამ დაავადებებს ასცდეს?

- თუკი ადამიანს აღენიშნება გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჰყავს პირველი რიგის ნათესავი ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ პათოლოგიით, სასურველია, ერთხელ მაინც გაიაროს ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. სწორად და დეტალურად შეკრებილი ანამნეზის საფუძველზე ექიმი-ენდოკრინოლოგი სწორად დაუგეგმავს შემდგომი გამოკვლევისა და მეთვალყურეობის გეგმას.

- თქვენი კლინიკა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორ უმსუბუქებს პაციენტებს. რით არის ის სხვა კლნიკებისგან გამორჩეული?

- კლინიკა "ენმედიცში" მოხვედრილ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის სრული კვლევა. ჩვენს კლინიკაში კვლევების ხარისხი ძალიან მაღალია. დღეს შესაძლებელია მსგავს მომსახურეობას შევხვდეთ ბევრ კლინიკასა და პოლიკლინიკაში, თუმცა დამერწმუნეთ, ფარისებრი ჯირკვლის კვლევის, ისევე როგორც სხვა დაავადებების კვლევის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან და სანდო ანალიზებს.

- რა კვლევების ჩატარება შეიძლება "ენმედიცში"?

- პირველ რიგში, პაციენტი გადის ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. კონსულტაციის ფარგლებში ხდება ანამნეზის სრული/დეტალური შეკრება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი-ენდოკრინოლოგის მიერ იგეგმება გამოკვლევის შემდეგი გეგმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას: TSH, FT4, FT3
  • ანტისხეულების კვლევას: anti TPO, anti Tg, anti TSH-rec
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა - ძალიან მნიშვნელოვანი სწორად ჩატარებული ექოსკოპია, სწორედ ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე იგეგმება კვლევის შემდგომი ეტაპი - ასპირაციული ბიოფსია, რომელიც ინვაზიური კვლევის მეთოდს მიეკუთვნება და პაციენტისთვის საკმაოდ სტრესულია
  • საჭიროებისამებრ - ფარისებრი ჯირკვლის ასპირაციული ბიოფსია - აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ავთვისებიანობის შეფასების ევროპული სისტემით - EU-TIRADS, რომელიც ხშირ შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ „არასაჭირო“ ასპირაციული ბიოფსია
  • ციტოლოგიური კვლევა - რომლის საფუძველზეც წყდება ოპერაციული ჩარევის საკითხი
  • კვანძების ქირურგიული მკურნალობა, რომლითაც ამაყები ვართ, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში ოპერაციულ ჩარევებს ახორციელებს საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ონკო-ქირურგი, პროფესორი ლევან რამიშვილი და მისი გუნდი.
  • ოპერაციის დროს ასევე ვსარგელობთ - ნეირომონიტორინგით - რაც თავიდან გვაცილებს ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ხშირ გართულებას - ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანებას, რაც ხმის დაკარგვით გამოიხატება და ექსპრეს-მორფოლოგიით
  • მორფოლოგიური კვლევა, რომელიც ასევე საშუალებას გვაძლევს, დავგეგმოთ ოპერაციული ჩარევის შემდგომ რადიოაქტიური იოდის საჭიროება/დაკვირვების შემდგომი გეგმა

ასე რომ, ჩვენთან მოსული პაციენტი, კვლევების შემდგომ, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს როგორც მისი დაავადების შესახებ, ასევე მისი მართვისა თუ მკურნალობის შესახებ.

R

ჩანთასა და მაისურებზე დასაბეჭდი ორიგინალური იდეები ზაფხულისთვის

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო

„მეტრომარტი“ უკვე  Hotsale.ge-ზე - შეიძინე ტექნიკა მნიშვნელოვანი დანაზოგით