ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საზიანოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

„გასული წლის სექტემბერში ეს შტამი იდენტიფიცირებული იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ამიტომაც მიიღო ეს სახელწოდება. ის განსაკუთრებით გავრცელებულია რიგ აფრიკულ ქვეყანაში, მაგრამ არის აშშ-შიც და ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში. ცნობილია, რომ ე.წ. ბრიტანული შტამი, გარკვეულწილად სუპრეციას ახდენს სხვა შტამებისას, ამიტომ არის, რომ დღეს ევროპაში ძირითადად ბრიტანული შტამია, ჩვენთანაც ბრიტანული შტამია. ამ შტამზე ვიცით, რომ ის, თითქმის, ერთნაირად აზიანებს როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. მეტი სიმწვავით ხასიათდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?