ავტორი:

"გამოიწვიე და თუ დაგამარცხებს, თანამდებობას დავტოვებ" - კადიროვი, ოპოზიციონერ ბლოგერს, 13 წლის ვაჟიშვილთან ორთაბრძოლას სთავაზობს

"გამოიწვიე და თუ დაგამარცხებს, თანამდებობას დავტოვებ" - კადიროვი, ოპოზიციონერ ბლოგერს, 13 წლის ვაჟიშვილთან ორთაბრძოლას სთავაზობს

ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რაზმან კადიროვი მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მის 13 წლის ვაჟთან ბრძოლას მოიგებს. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას Instagram-ზე პირდაპირი ჩართვის დროს ამცნო. როგორც ჩანს, კადიროვი ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის მწვავე კრიტიკით დაიღალა და მის გაჩერებას ამ გზით ცდილობს.

"ადამ, ერთი ბლოგერი შენ ტომარას გიწოდებს. გამოიწვიე ის და თუ დაგამარცხებს, რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობას დავტოვებ. ეს მისი ოცნებაა და ჩვენ მას ავუსრულებთ. მას აქვს შანსი იმისა, რომ რევოლუცია მოახდინოს,“ - ასე მიმართავს კადიროვი მის 13 წლის ვაჟს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.

საპასუხოდ, აბდურახმანოვმა აღნიშნული წინადადება სერიოზულად არ აღიქვა და გამოწვევას ირონიით უპასუხა. მისი თქმით, ბრძოლამდე კადიროვების ოჯახმა ჯერ ჭარბი წონა უნდა დაამარცხოს. ამ ეტაპზე კი ერთდაერთი შეჯიბრი, რაც მათ შორის შესაძლებელია შედგეს, კატლეტების ჭამაა.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს საკუთარი ვაჟის ფიზიკური სიძლიერის სჯერა. 2021 წლის აპრილში ადამ კადიროვმა სკანდალური გამარჯვება მოიპოვა. საქმე იმაშია, რომ მსაჯმა ბრძოლა მას შემდეგ გააჩერა და კადიროვს გამარჯვება მისცა, როცა კადიროვის მოწინააღმდეგემ მას ცემა დაუწყო.

რაც შეეხება, ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს. მისი მტკიცებით, 2015 წელს კადიროვის ძმისშვილთან, ისლამთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა და ოჯახი საზღვარგარეთ გაეშვა. კერძოდ, ის პრეზიდენტის დაცვის წევრების მონაწილეობით გაიტაცეს და გააფრთხილეს, თუ კრიტიკას არ შეეშვებოდა, სანანებელი გაუხდებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ მან უფრო ხშირად დაიწყო ვიდეობლოგების ჩაწერა და რაზმან კადიროვისთვის სიმშვიდის დარღვევა.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი