ავტორი:

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. მისალოც წერილს უწყება ავრცელებს. გომელაური განსაკუთრებით პოლიციელების შვილებს ულოცავს.

"ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! განსაკუთრებით კი, მინდა ეს დღე პოლიციელთა შვილებს მივულოცო - ბავშვებო, თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!

მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი მშობლები, დედები და მამები ხშირად ვერ ახერხებენ თქვენთან დიდხანს ყოფნას, რადგან ამ დროს ისინი თქვენი და სხვა ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ემსახურებიან სამშობლოს. ყველა ბავშვს ვუსურვებ მშვიდობას, ლაღ, უდარდელ წლებს და უსაფრთხო ცხოვრებას" - წერია მინისტრის წერილში.

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე ტალღას ელოდებიან - "...ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს"

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება

"მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ... ასევე მძიმე შემთხვევებმა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე ინდურ და ბრიტანულ შტამებზე?