ავტორი:

"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

უფლებადამცევლი ორანიზაციები ნინოწმინიდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ორი რამეს მოითხოვენ :

ა) დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;

ბ) დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

ბოლო პერიოდში, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი“ მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

ამის წინაპირობა სახალხო დამცველის უახლესი ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ სცადა შესულიყო დაწესებლებაში და პროფესიონალები ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას, თუმცა როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე სპირიდონმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

"ორჯერ ვიყავით მისული, 15 აპრილს და 19 მაისს. არცერთხელ არ გავიღეს ჭიშკარი. პირველ ჯერზე განგვიმარტეს, რომ მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის ვიზიტის წინააღმდეგია, ხოლო მეორედ გადმოგვცეს, რომ არ ჰქონდათ კურთხევა შიგნით შევეშვით. მოგეხსენებათ, ეს არის სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება, რომელიც ლიცენზირების პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

პანსიონი ვალდებულია, რომ იქ მყოფი 56 არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების მიხედვით იმუშაოს, და თუ ეს პირობა ირღვევა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა გადახედოს ლიცენზირების საკითხს. ხოლო შემდეგ, წარმოადგინოს გეგმა თუ რას აპირებს 56 ბავშვისთვის ღირსეული გარემოს შესაქმნელად. საუბარია დეინსტიტუტიონალიზაციაზე. საერთოდ, ასეთი დიდი ზომის დაწესებულებაში ცხოვრება იმთავითვე არღვევს ბავშვის უფლებებს, არცერთ დიდი ზომის დაწესებულებაში არ არის ოჯახური გარემო და ბავშვზე სათანადოდ არ ზრუნავენ" - ეუბნება Ambebi.ge-ს ეკა ხილაძე.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში შესვლაზე 15 აპრილს უარი უთხრეს, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.

უწყებამ 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საერთაშორისო ორგანიზაციის დავალების მიუხედავად, პანსიონის კარი კვლავ დაკეტილი რჩება უფლებადამცველებისთვის.

სახალხო დამცველის შეფასებით, გაერო კომიტეტის მოწოდების უგულვებელყოფა აჩვენებს, რომ სახელმწიფო არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ეკა სხილაძის თქმით, ომბუდსმენმა მიმართა ყველა შესაბამის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ინსტიტუციას, რათა კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეს.

"სახალხო დამცველის აპარატმა არაერთგზის, მათ შორის, კომიტეტის დროებითი ღონისძიების გამოცემის შემდგომ, მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუმცა მათ არ აქვთ დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ამ დრომდე, არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში სოც. მუშაკსაც არ უშვებდნენ დაწესებულებაში, მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შედის იქ სოციალური მუშაკი და ესეც ფორმალურ ხასიათს ატარებს. ჩვენ მივმართავთ გაეროს კომიტეტსაც. ამასთან, დაწყებული გვაქვს ადმინისტრაციული მოთხოვნა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნი შეუსრულებლობაზე, რომელოც ადმინისტრაცულ პასუხიმგებლობას ითვალისწინებს იმ პირების მიმართ, ვინც ეს მოთხოვნა არ შეასრულა, იგულისმება დაწესეებულების ხელმძღვანელი და ზედამხედველი" - ამბობს სახლხო დამცველის მოადგილე.

ნინოწმნიდის პანსიონატის თაობაზე, საპატრიარქოს პოზიციის მოსასმენად უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დავუკავშირდით. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და გადაგვამისამართა უშუალოდ მეუფე სპირიდონთან, რომელსაც მთელი დღეა გამორთული აქვს ტელეფონი.

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს" - ეკა ხოფერია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან... ბათუმის ბულვარზეც გამაკრიტიკეს" - ამირან გამყრელიძე