ავტორი:

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, კვლავ კახა კალაძე იქნება

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, კვლავ კახა კალაძე იქნება

ambebi.ge-ისთვის სარწმუნო წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, მოქმედი მერი კახა კალაძე იქნება. აქამდე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მმართველი პარტიის შიგნით არსებულ განხეთქილებებზე, რომ ბევრს არ სურდა კალაძის კანდიდატობა კვლავ, გაუგებარი იყო თვითონ მისი პოზიციაც. ჩვენი ინფორმაციით, დღეს მმართველ პარტიაში შეთანხმება შედგა და კალაძის კანდიდატობაც გადაწყდა. საინტერესოა, რომ დღეს კალაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, კახა კალაძე თბილსიის საუკეთესო მერია და მის სახელზე უამრავი მნიშვნელოვანი და ინოვაციური რეფორმაა, რომელიც დედაქალაქისთვის განხორციელდა.

"უამრავი მიმართულებით არის პროგრესი, არის განახლებული ავტოპარკი, ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსების პარკი და ა.შ. ტაქსების რეფორმა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო, გათავისუფლებული ტროტუარები, ფეხით მოსიარულეებისთვის უკეთესი შესაძლებლობები გადაადგილებისთვის და ა.შ. არის უამრავი სიახლე და ამ ყველაფრის ავტორი არის კახი კალაძე, რომელიც თბილისის საუკეთესო მერია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"