ავტორი:

"მეგობრებო ბედნიერი ვარ!" - ირმა გიგანი ავსტრიული კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის გამარჯვებულია

"მეგობრებო ბედნიერი ვარ!" - ირმა გიგანი ავსტრიული კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის გამარჯვებულია

სახელოვანმა ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს და სწავლობს, BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი მოიგო.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიგანი თავად ავრცელებს.

"სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიიიდი სიხარულით გიზიარებთ რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი ,I პრემია და ყველა სპეც. პრიზი (მოცარტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის) 17 ივნისს, გავმართავ სოლო კონცერტს Brucknerhaus-ში (ავსტრია)" - წერს ის.

სასიხარულო ინფორმაცია "ფეისბუქზე" გააზიარა პიანისტის დედამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა.

"მეგობრებო ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ -ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის დ ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა- გილოცავ, დე" - წერს ჩარკვიანი.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"