ავტორი:

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

რამდენიმე დღეა გვანცა ჩიქოვანის „ბოლო ზარზე“ გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში პოპულარულია. გოგონა სენაკიდან არის, წელს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია დაამთავრა. მართალია, გვანცა ჩიქოვანი ყურადღების ცენტრში გარეგნობის გამო მოექცა, მაგრამ გოგონა ძალიან კარგად სწავლობს, ჭკვიანია და ოთხი წლის წინ, პირველი ცხოვრებისეული წარმატებაც ჰქონდა.

გვანცა ჩიქოვანი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- 20 მაისს მქონდა ბოლო ზარი და მოულოდნელი იყო ჩემთვის ის გამოხმაურება, რაც ჩემს ფოტოებს მოჰყვა. ჩვენ სკოლა-გიმნაზიის პირველი გამოშვება ვართ. მიყვარს სწავლა და 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ჩემს ოთხ თანაკლასელთან ერთად გავიმარჯვე და "ნასაში" გავემგზავრეთ. ჩვენი მენტორები იყვნენ დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია, მათი დახმარებით შევქმენით პროექტი და გავიმარჯვეთ. "ნასაში" ერთი კვირა ვიყავით, ყოველდღიურად გვიტარდებოდა მასტერკლასები.

პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას სმს-ის სახით აწვდის დარეგისტრირებულ მოსახლეობას. მაშინ მერვე კლასში ვიყავი და ძალიან საინტერესოდ მახსენდება ეს პერიოდი.

- გვანცა, აბიტურიენტი ხარ და წელს უნივერსისტეტში უნდა ჩააბარო, შერჩეული თუ გაქვს პროფესია?

- დიახ, ბიზნეს-ადმინისტრირებაზე მინდა ჩავაბარო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მომავალში რა საქმიანობას ავირჩევ. არ მიყვარს წინასწარ გეგმების დალაგება. ჩვენ ოჯახური ბიზნესი გვაქვს, სტომატოლოგიური კლინიკა, დედა ექიმია და ჩემი უფროსი და, რომელიც 25 წლის არის, მასთან მუშაობს. მამა ამ ეტაპზე უმუშევარია, მაგრამ კლინიკას გარდა სოფელ მუხურში გვაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო „დადია“. ძალიან ლამაზი სოფელია მუხური.

გვანცა ჩიქოვანი, მშობლებთან და დასთან ერთად

- გვანცა, გარეგნობის გამო, ალბათ აქამდეც ხშირად მოხვედრილხარ ყურადღების ცენტრში...

- მერიდება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ სენაკში ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტებს. მას შემდეგ, რაც „ნასას“ პროექტში ვმონაწილეობდი, ყველამ გამიცნო. რაც შეეხება ჩემს ფოტოებს, ის რა გამოხმაურებაც მოჰყვა, მთელი ოჯახი გაოგნებულები ვართ, რა თქმა უნდა, თან ძალიან გვიხარია. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმ სითბოსთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავენ.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება