ავტორი:

ესპანელი კაცი მასწავლებლები კაბებით და სოლიდარობა მოსწავლე ბიჭს, რომელიც კაბის ჩაცმის გამო სკოლიდან გარიცხეს - რას გულისხმობს მოძრაობა "სამოსს სქესი არ აქვს"

ესპანელი კაცი მასწავლებლები კაბებით და სოლიდარობა მოსწავლე ბიჭს, რომელიც კაბის ჩაცმის გამო სკოლიდან გარიცხეს - რას გულისხმობს მოძრაობა "სამოსს სქესი არ აქვს"

ესპანეთშის სკოლის მასწავლებელმა მამაკაცებმა გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად და ასევე მოსწავლე ბიჭის მხარდასაჭერად, კაბები ჩაიცვეს. საქმე ისაა, რომ მოსწავლე ბიჭი სკოლიდან კაბის ჩაცმის გამო გარიცხეს. მასწავლებლებმა კი მას ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის მიკელ გომესი კაბის ჩაცმის გამო, სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს, რის შემდეგაც, საფუძველი ჩაეყარა მოძრაობას - "სამოსს სქესი არ აქვს."

მიკელ გომესმა სკოლიდან გარიცხვის შემდეგ ტიკ ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ გაკვეთილზე კაბით შევიდა, მასწავლებელმა კი ის ჯერ ფსიქოლოგთან გაუშვა, ხოლო შემდეგ სკოლიდან გარიცხეს. მას შემდეგ კამპანიაში "სამოსს სქესი არ აქვს“ უამრავი მოსწავლე ჩაერთო - და მას სოლიდარობა მასწავლებლებმაც გამოუცხადეს.

სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში, ვალიადოლიდის სკოლის მასწავლებლებმა 37 წლის მანუელ ორტეგამ და 36 წლის ბორხა ველასკესმა სკოლაში კაბით სიარული დაიწყეს, ისინი ამ კამპანიაში ჩართული პირველი მასწავლებლები არ არიან. მაგრამ როგორც ესპანური მედია წერს, ამ ორმა პედაგოგმა ახლა კიდევ უფრო მძლავრი ბიძგი მისცა სოლიდარობის მოძრაობას.