ავტორი:

რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი ყიდვისას

რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი ყიდვისას

დედაქალაქში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ფონზე, იმატა მოთხოვნამ თბილისის შემოგარენში სახლებზე. წლებია იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საკუთარი გემოვნებით, ნულიდან სურთ სახლის აშენება ქალაქის ხმაურისგან მოშორებით. რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სახლის ასაშენებლად? რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის მიზნობრიობა და ფასი.

  • ადგილმდებარეობის შერჩევა

პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ამ დროს გვიწევს ადგილმდებარეობის სწორად შერჩევაა. გადაწყვეტილების მიღებაში, მთავარ როლს რამდენიმე ფაქტორი თამაშობს, ეს შეიძლება იყოს ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც თბილსში ვიზიტები გვიწევს - სამსახური, სასწავლებლები, ნათესავები და ა.შ. ქვეცნობიერის დონეზე, გარკვეულ როლს თამაშობს ასევე, ჩვენი წარმომავლობაც. ადამიანები კახეთიდან უფრო აღმოსავლეთ ნაწილს ირჩევენ, ხოლო იმერეთის მხრიდან - დასავლეთ ნაწილს. გადაწყვეტილების მიღებაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ბუნებას, განაშენიანებას, ინფრასტრუქტურას, სამეზობლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება აუცილებელია და საჭირო, თუმცა მთავარი ფაქტორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს წინ უსწრებს - მიწის ნაკვეთის ღირებულებაა. გარდა მდებარეობისა, ნაკვეთის ფასი უმთავრესად დამოკიდებულია მის მიზნობრიობაზე.

  • მიწის ნაკვეთის მიზნობრიობა

მიწა, შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ჩვენს შემთხვევაში, გვაინტერესებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამიტომ, მის შეძენამდე აუცილებელია მოვიკითხოთ რეგისტრირებულია თუ არა საჯარო რეესტრში კონკრეტული მიწის ნაკვეთი, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ მიწის ნაკვეთს შეეცვალოს მიზნობრიობა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მისი მიზნობრიობის შეცვლა გარკვეულ გადასახადსაც მოიცავს, რაც მიწის ზომიდან გამომდინარეობს.

  • მიწის ნაკვეთის ზომა და ფასი

ადამიანების უმრავლესობისთვის, რომლებსაც სურთ კერძო სახლის აშენება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ეზოს არსებობას უჭირავს. შესაბამისად, საშუალო სიდიდის სახლისთვის, მიწის ნაკვეთი 500 კვ/მ მაინც უნდა იყოს, რომ სახლს საკმარისი ზომის ეზო ჰქონდეს. 1კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულება, თბილისის შემოგარენში, 40$-დან 200$-მდე მერყეობს.

მონაცემების სიზუსტისთვის, ნაანგარიშებია 500 კვ/მ-დან 1000 კვ/მ-მდე ზომის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეთავაზებები, ადგილმდებარეობების მიხედვით.

დიაგრამაზე მოცემულია თბილისის შემოგარენის, ყველაზე მოთხოვნადი ადგილები. ინფორმაცია დამუშავებულია, უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის, SS.ge-ს მონაცემების მიხედვით.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები