ავტორი:

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე

ივლისის პირველ რიცხვებში დაახლოებით ნახევარ მილიონ „სინოფარმს“ მიიღებს ქვეყანა - მესამე კვარტალში განსაზღვრულია „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე კვარტალში „კოვაქსმა“ „ნოვოვაქსის“ 700 000 და „ჯონსონი და ჯონსონის“ 130 000-მდე დოზის მოწოდება დაადასტურა.

„დღეს, როგორც პირველი, ასევე მეორე აცრისთვის გვაქვს მარაგი დაახლოებით ვაქცინის 160 000-მდე დოზა. ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ „სინოფარმს“ მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში „კოვაქსმაც“ დაადასტურა 700 000 „ნოვოვაქსის“ მოწოდება და დაახლოებით 130 000-მდე „ჯონსონი და ჯონსონის“ მოწოდება. მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია, მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი უნდა აიცრას.

„სინოვაკმა“ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისაგან გუშინ მიიღო. „სინოვაკის“ დოზა დაახლოებით 100 000 გვქონდა. უკვე დღეის რიცხვით „სინოვაკი“ ქვეყანაში აცრილია დაახლოებით 7 186 ადამიანი. „სინოვაკი“ ისევე როგორც „სინოფარმი“ ერთ-ერთი პოპულარული ვაქცინაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ისე თბილად ექცეოდნენ პოლიციელები, რომ მოიყვანეს, მათგან წამოსვლა აღარ უნდოდა" - გლდანში დაკარგული 3 წლის ბავშვი პატრულმა იპოვა

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ირაკლი გურჩიანი - მომხმარებელზე ზრუნვა ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია