ავტორი:

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ambebi.ge-ს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთში გარდაცვლილი ემიგრანტი ქალბატონის შესახებ, რომლის გადმოსვენებასაც საფრანგეთში მყოფი მისი ქმარ-შვილი ვერ ახერხებს. ადვოკატის თქმით, ირმა ამირაშვილი 16 დღეა, გარდაცვლილია და სასოწარკვეთილი ოჯახი დახმარებისთვის ჟურნალისტებსა და საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

"ირმა ამირაშვილი მუხრანის მაცხოვრებელია და თურქეთში, კონკრეტულად ქალაქ კონიაში მუშაობდა. ქალბატონი 16 დღეა, რაც გარდაცვლილია. მისი ქმარ-შვილიც ემიგრანტია და ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. მათ გუშინ შეიტყვეს, რომ ქალბატონი ირმა გარდაიცვალა და ის მთლად უპატრონოდაა მიტოვებული უცხო ქვეყანაში. როგორც მითხრეს, ოჯახს ჰქონდა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოს საელჩო და საკონსულო კონტაქტზე არ გამოდის და ინტერესს არ იჩენს საქართველოს მოქალაქის მიმართ. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში, ვერაფერს ხდებიან საფრანგეთიდან, არ იციან, რა გზას დაადგნენ, ამიტომ მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, ჟურნალისტებს... დახმარების არგაწევის შემთხვევაში, თურქეთის მხარე იძულებული იქნება ეს ქალბატონი თურქეთში დაასაფლავოს. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია, სასოწარკვეთილი, ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს ადამიანს, არ ვიცი“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

ambebi.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

"საკონსულოს დღეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო საქართველოს მოქალაქე და ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. ოფიციალური შეტყობინება დღეს შევიდა და საკონსულო მყისიერად ჩაერთო ამ ამბავში - დაუკავშირდა ოჯახის წევრებს საფრანგეთში, შემდეგ თურქეთში ჩვენი საკონსულო - საფრანგეთში ჩვენს საკონსულოს, იქ მივლენ ოჯახის წევრები, დაწერენ განცხადებას და რა თქმა უნდა, დაეხმარებიან მათ და დაიწყება გადმოსვენების შესაბამისი პროცედურები“,- განაცხადეს საელჩოში.

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა... ერთადერთი, ბავშვები შეწუხებულები არიან აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა" - დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე