ავტორი:

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედროები, ზაფხულის განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში, 100-ზე მეტი სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება. მოტომსროლელი ქვედანაყოფის თითოეული ჯარისკაცი საველე პირობებში, მთლიანობაში ორნახევარ თვეს გაატარებს.

ძირითადი ძალისხმევა ზაფხულის წვრთნებში დაეთმობა უპილოტო საფრენი აპარატებისა და საავიაციო დრონების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

მთლიანობაში, სასწავლო პროცესში ჩაერთვება ათასამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა