ავტორი:

"ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა მე ვუთხარი რომ..." - ზურაბ ჯაფარიძის "სელფი" ამერიკელ სენატორებთან გამართული ვახშმიდან

"ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა მე ვუთხარი რომ..." - ზურაბ ჯაფარიძის "სელფი" ამერიკელ სენატორებთან გამართული ვახშმიდან

"ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სენატორებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

"მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამიტომ პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად.

მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი არის თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, მართლმსაჯულების საკითხს ამ ორ საკითხს გავუსვი ხაზი და ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცოტა ხნის წინ ჯაფარიძემ სენატორებთან და ამერიკის ელჩთან გამართული ვახშმიდან "სელფიც" გამოაქვეყნა, წარწერით:

"სენატორ Jeanne Shaheen-თან და ელჩ კელი დეგნანთან ერთად

ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა მე ვუთხარი რომ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება რაც შეიძლება ამერიკისგან მივიღოთ ნატოში გაწევრიანება და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებაა" - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან საქმიანი ვახშამი გამართეს.

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"