ავტორი:

ზუგდიდში უცნობი ნარკოტიკით 8 ახალგაზრდა მოიწამლა - "2 მათგანი მართვით სუნთქვაზეა"

ზუგდიდში უცნობი ნარკოტიკით 8 ახალგაზრდა მოიწამლა - "2 მათგანი მართვით სუნთქვაზეა"

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ახალგაზრდებიდან ორი კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რვა პაციენტიდან ოთხი ბინაზე გაეწერა.

"ოთხი გაწერილია ბინაზე, ოთხი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ოთხი პირიდან ორის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, ხოლო ორი მართვით სუნთქვაზეა",- განაცხადა სულხან ორჟონიამ.

რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით რვა ახალგაზრდა გუშინ მოათავსეს.

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

ავარია სოფელ დოესთან - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს