ავტორი:

"რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ "გაიშნიკური“ სტრატეგია" - რას აპროტესტებს იაგო ხვიჩია

"რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ "გაიშნიკური“ სტრატეგია" - რას აპროტესტებს იაგო ხვიჩია

რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ „გაიშნიკური“ სტრატეგია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც "მოქალაქეების" კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, „მოქალაქეების“ ამ კანონპროექტს არ ეთანხმება, რადგან პოლიციას მძღოლის გაჩერების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუ ის არაფერს არღვევს.

„ჩვენ სინამდვილეში იმ მიმართულებით კი არ ვართ წასასვლელი, რომ ადამიანის სხეულში რაღაცის ძებნა დავიწყოთ, არამედ იმ მიმართულებით, რომ ქართული პოლიცია გადავიდეს იმ რეჟიმზე, რომ რეაგირებდეს დარღვევაზე და ამის გარეშე არ ხდებოდეს ადამიანების გაჩერება ქუჩაში, ვერ მოვიშორეთ ეს „გაიშნიკური“ სტრატეგია, რომ მანქანით მიდიხარ და ვიღაცამ უნდა გაგაჩეროს იმის მიუხედავად, არღვევ თუ არა," - განაცხადა ხვიჩიამ.

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს