ავტორი:

"მათ დაასახელეს მოტივი - უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო" - რას წერს დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიასა და ლევან ბერძენიშვილის პარტიიდან გასვლაზე?

"მათ დაასახელეს მოტივი - უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო" - რას წერს დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიასა და ლევან ბერძენიშვილის პარტიიდან გასვლაზე?

წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს „რესპუბლიკურ პარტიაში“ გატარებული წლებისთვის, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი პარტიიდან ხათუნა სამნიძის და მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის წასვლას.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი - ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, - წერს დავით ბერძენიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ ორმა წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა და ხათუნა სამნიძემ დატოვეს. ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ახალ ოპოზიციურ ფრაქცია - „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფში“ პარტიის წევრობა არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. მისივე თქმით, ამ ფრაქციის არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.

თამარ კორძაიას განცხადებით კი, პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო წევრის სახით განაგრძობს.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე