ავტორი:

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

მეღიმება ამაზე, - ასე უპასუხა "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ პარტია "საქართველოსთვის“ პოლისტსაბჭოს წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებენ.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, ის ამ თამაშში არ აყვება.

„ჩემთვის ძალიან ნათელია პოლიტტექნოლოგიური მცდელობები, რომ ერთი მხრივ, თვითონ დაინიშნონ თავი ოპოზიციად და როგორმე დისტანცირება მოახდინონ „ქართული ოცნებისგან“, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნებაც“ ამაში ეხმარება. მთელი მცდელობა მიდის იქითკენ, ყველა მხარეს აჩვენონ, როგორ უპირისპირდება გახარიას და აი, გახარია არის რაღაც მხსნელი. ჩემი მიზანი არ არის ამ თამაშში ავყვე მათ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მეზვრიშვილის კითხვას ე.წ. წერილთან დაკავშირებით, „თუ როდის ცრუობდა ბადრი ჯაფარიძე, მაშინ, როცა შუამავალზე საუბრობდა, თუ ახლა და რატომ დუმდა ის 3 წელი“.

„ძალიან საინტერესოა, აბსურდსაც ალბათ, უნდა ჰქოდნეს საზღვრები. სხვა კითხვები არ უჩნდება ქალბატონ ნათიას ან გახარიას რომელიმე თანაგუნდელს და ეს არის მთელი მათი კითხვა? დადასტურებულია, რომ წერილი, რომელიც შეიცავდა ძალიან მძიმე მუქარას და იმას, რომ ეს რეალობა იყო, ისიც ადასტურებს, რომ რაც წერილში იყო დამუქრებული, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რომ სისრულეში მოსულიყო. ამის დასტურია მათ შორის, დღემდე მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელიც ახლა დროებით შეჩერებულია, მაგრამ საქმე არ შეწყვეტილა. ფაქტების გაყალბების, გათეთრების, თუ გალამაზების მცდელობები იქნება ძალიან უპერსპექტივო...

გარდა ამისა, ცხადია, რომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმე ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან არის დაკავშირებული, რომელზეც გახარიას პასუხი არ გაუცია, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტის მკვლელობა, რომელშიც ის უშუალოდ იყო ჩართული და ამაზე დღემდე პასუხი არ გაუცია. გამოდის და რაღაც დაპირებებს აკეთებს ეკონომიკურ აღმავლობაზე და ინვესტორების მოზიდვაზე, საარჩევნო პროგრამას წარმოადგენს, ვიდრე მომავალში გასაკეთებელზე დახატავს ლამაზ სურათებს, უკვე გაკეთებულზე პასუხები არ აქვს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა არ გამორიცხა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ქართული ოცნება“ ტანდემში მოქმედებდნენ.

როგორც მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის შუამავლი ის არის, „ქართული ოცნების“ მიერ მათი პარტიის მისამართით წარმოებულ აგრესიულ კამპანიას ემთხვევა.

ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბადრი ჯაფირიძეს ეს განცხადება „წამოსცდა“ და მან ამით უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი თანაგუნდელი მამუკა ხაზარაძე ჩააყენა.

"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია

"გაიმართება დიდი აქცია, გავაჩერებთ ყველაფერს" - მედიის ორგანიზებით, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია 17 ივლისს გაიმართება