ავტორი:

რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი ნინოწმინდის პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ?

რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი ნინოწმინდის პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ?

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ელენე მარტაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ, შეაფასებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება.

როგორც მარტაშვილმა პანსიონში გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ბავშვთა უფლებები დაცული იყოს.

„ჩვენ ვართ ადგილზე, ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება, ან რაიმე აზრის გამოთქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია. ვრჩებით ადგილზე. გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა, უფრო ბევრი სპეციალისტია ადგილზე. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდეგ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისთვის.

სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესი იქნეს დაცული“,- განაცხადა ელენე მარტაშვილმა.

"კარები რომ დახშული იყო, ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს" - მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე

აბასთუმანში გაუჩინარებულ 7 ახალგაზრდას ეძებენ - დაკარგულების სამძებრო სამუშაოში 40 მეხანძრე-მაშველია ჩართული

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანი გაიყვანეს - სად გადაჰყავთ მოზარდები