ავტორი:

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

განცხადება ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლოს შუამდგომლობით 4 ივნისს მიმართეს და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ჯერი მათზეა და თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დაწესებულებიდან მხოლოდ შშმ პირებს გაიყვანს, ეს დანარჩენი ბავშვების საფრთხის შემცველ გარემოში დატოვება იქნება. მისი თქმით, დღეს ყველანაირი საფუძველია, რათა ყველა ბავშვი სტატუსის მიუხედავად დაწესებულებიდან გავიდეს.

„ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ ამ პანსიონატში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არის პრაქტიკულად დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, რაც ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ბავშვები განარიდოს საფრთხის შემცველ გარემოს. მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, მას, რა თქმა უნდა, გაუჩინა ვარაუდის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით, ამ ბავშვებთან მიმართებით არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი. ყველა ბავშვთან დაკავშირებით - მოსამართლეს არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებით ხედავს რისკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციას - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კანონმდებლობის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვებთან და ზრადასრულ შშმ პირებთან დაკავშირებით, ტექნიკურად ვერ ვიქნებოდით მოსარჩელე სხვა ბავშვებთან მიმართებით. თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ სტატუსი არ აქვს, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება იმიტომ, რომ ეს არის დისკრიმინაცია“,- განაცხადა აბაშიძემ.

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს