ავტორი:

"ქართული ოცნების" ამომრჩეველო! არ გიტყდებათ?!' - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი გახარიას მიმართ კობახიძის ბრალდებას

"ქართული ოცნების" ამომრჩეველო! არ გიტყდებათ?!' - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი გახარიას მიმართ კობახიძის ბრალდებას

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის "ნაცმოძრობის" შეთქმულებაზე საუბრობს და ექსპრემიერს ბრალდებას უყენებს.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ როდესაც პარტია მსგავს რამეს ამბობს, ამომრჩეველი ბრიყვად მიაჩნია.

"ქართული ოცნების ამომრჩეველო! როდესაც თქვენი რჩეული პარტია ცდილობს დაგარწმუნოთ გახარიას და სააკაშვილის ალიანსის შესახებ ლოგიკურ აბსურდში, ეს ნიშნავს, რომ ბრიყვებად მიაჩნიხართ...არ გიტყდებათ?!' - წერს ხუხაშვილი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების დღეს კიევიდან ინფორმაცია მიიღეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების აყირავებას აპირებდა.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს ინფორმაცია მაშინდელ პრემიერს გიორგი გახარიას დაუმალეს, რადგან მის მიმართ გაჩნდა ეჭვები.

მისი განმარტებით ეჭვები "ნაცმოძრაობისა" და გახარიას თანხვედრმა განცხადებებმა გამოიწვია.

"მე ვაყალიბებ ახალ პოლიტიკურ პარტიას!" - რეზო ამაშუკელი

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"