ავტორი:

ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

სერქან ბოლათი და ედა ილდიზი თურქული სერიალის გმირები არიან, რომელთა შესახებაც ზოგიერთ ისეთ ადამიანსაც კი სმენია, რომლებიც თურქულ სერიალებს არ უყურებენ - ისინიSen Cal Kapim-ის ("დააკაკუნე ჩემს კარზე") მთავარი გმირები არიან. სერიალი წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თურქული რომანტიკული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს.

მთავარ როლებს თურქი ვარსკვლავები, ქერემ ბურსინი და ჰანდე ერჩელი ასრულებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერიალის მთავარი გმირების შემსრულებლები რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი სწორედ აღნიშნული რომანტიკული კომედიის გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

  • უარით გასტუმრებული საქმრო

სერიალის გადაღებების დაწყებისას ქერემის გული თავისუფალი იყო. მანამდე ის ერთ თურქ ვარსკვლავს, სერენაი სარიქაიას ხვდებოდა.

რაც შეეხება ჰანდეს, მას მრავლწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ერთ-ერთ თურქ მომღერალთან, წყვილი უკვე დანიშნული იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა.

ჰანდე ყოფილ საქმროსთან ერთად

მალევე გაირკვა, რომ ჰანდემ ქორწინებაზე უარი თქვა და საქმროს დაშორდა. პარალელურად, თურქულ მედიაში სულ უფრო მეტს წერდნენ ქერემისა და ჰანდეს სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუმცა წყვილი ამას არ ადასტურებდა, ამბობდნენ, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა არაფერი იყო.

სასიყვარულო ურთიერთობა კი მას შემდეგ დაადასტურეს, რაც მალდივებზე ერთად გაატარეს შვებულება. “ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“, - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ჰანდემ ქერემთან ერთად გადაღებული ფოტო.

  • ზედმეტი კილოგრამები და პლასტიკური ოპერაციები

27 წლის ჰანდე ერჩელი წარმატებული მსახიობია, რომლის კარიერაშიც უკვე არაერთი როლია. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფანების არმია ჰყავს. "ინსტაგრამზე" ჰანდეს გამომწერთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. ის ძირითადად რომანტიკული კომედიების მსახიობად მოიაზრება, თუმცა ძალები დრამაშიც მოსინჯა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი იმ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული. ძველ ფოტოებში ის მნიშვნელოვნად განსხვავებული ვიზუალითაა, ხოლო როგორც ახლა მისი გულშემატკივრები ამბობენ, გაცილებით უფრო მომხიბვლელია.

ჰანდე თავად არასდროს საუბრობს პლასტიკურ ოპერაციებზე, თუმცა თუკი ძველ და ახალ სურათებს შეადარებთ, განსხვავება ცხადია. გარდა ამისა, ჰანდე ზედმეტ კილოგრამებსაც ებრძოდა და საბოლოოდ, ბევრი შრომის და მონდომების წყალობით, სასურველ შედეგს მიაღწია.

შრომისმოყვარეობა, თბილი დამოკიდებულება ფანების მიმართ ის მახასიათებლებია, რომლის გამოც ეს მსახიობი კინოიდუსტრიის თურქულ სექტორში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. გარდა ამისა, კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ მასთან ერთად მუშაობა კომფორტულია.

ასევე დაგაინტერესებთ: მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები

დანიელი ექიმი ადასტურებს, რომ ერიქსენს მოედანზე "გული გაუჩერდა“ - რამ გამოიწვია ყოველივე და რა თქვა ექიმმა პრესკონფერენციაზე

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა