ავტორი:

"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე

"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე

მარიონეტების თეატრის დამაარსებლის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, ლეგენდარული რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას უცხოური მედიაც ეხმიანება. მათ შორისაა BBC-ი, რომელიც გაბრიაძეს სტატიას უძღვნის.

“მსოფლიოში საბჭოთა ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ქართული თეატრის რეჟისორი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაბრიაძე ცნობილი იყო საერთაშორისო მასშტაბით თოჯინების თეატრის დაარსებით და ისეთი შთამბეჭდავი სპექტაკლის შექმნით, როგორიცაა "სტალინგრადი."

სცენა სპექტაკლიდან "რამონა"

ის ასევე ავტორია საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული ფილმების სცენარისა“, - ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რეზო გაბრიაძეს მიღებული აქვს ჯილდოები საქართველოში, საბჭოთა კაშირში და რუსეთში.

2016 წელი, მოსკოვი, რეზო გაბრიაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა

გამოცემა წერს, რომ გაბრიაძე იყო ასევე მხატვარი და მოქანდაკე, თუმცა მისი მთავარი შემოქმედება მარიონეტების თეატრთანაა დაკავშირებული. BBC-ი იხსენებს 2002 წელს რეზო გაბრიაძისა და მარიონეტების თეატრის ლონდონში სტუმრობას, სადაც სპექტაკლი "სტალინგრადი“ წარადგინეს.

BBC-ი მკითხველს მარიონეტების თეატრის ფოტოსაც უზიარებს

"მან BBC ნიუსს უთხრა, რომ საბჭოთა პერიოდში ხშირად იდენტიფიცირდებოდა დანიელ დეფოს რობინზონ კრუზოსთან, რადგანაც თავს ხედავდა მსოფლიო კულტურისგან განდევნილად ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე, მაგრამ მისივე თქმით, რობინზონ კრუზომ წვერი მოიპარსა და ქართული ხელოვნება მსოფლიოს შეუერთა“, - წერს BBC-ი.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"