ავტორი:

"რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადების შესახებ

"რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადების შესახებ

"გახარია ივანიშვილის პროექტი რომ არ არის, სიმართლეა. ის, რომ პოლიტიკაში აღარ არის, ტყუილია და ის, რომ კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, ცინიზმია", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გახარიამ სამშობლოს უღალატა - პარანოიაა.

"სამი მოკლე დასკვნის გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება იმას, რომ გახარია მისი პროექტი არ არის, ამას ვიზიარებ, ეს მართლა მისთვის დამახასიათებელი არ არის. რაც შეეხება მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით პათეტიკას, პირდაპირ გეტყვით, ცინიზმია. რაც შეეხება იმას, რომ მან პოლიტიკა დატოვა, ეს ტყუილია.

ანუ მოკლედ რომ შევაფასოთ: გახარია მისი პროექტი რომ არ არის, ეს სიმართლეა. ის რომ პოლიტიკაში აღარ არის ტყუილია და ის რომ კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, ეს ცინიზმია. ესაა მოკლე რეზიუმე.

რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა... კანონის აღსრულების ტაქტიკა როგორი იქნებოდა ეს წმინდა ტაქტიკური საკითხი იყო. ერთი წარმოუდგენელი ფორმა იყო, რაც ხელისუფლებამ გამოიყენა, ეს ფორმა უალტერნატივო არ იყო. შეეძლოთ ჩაებარებინათ მელიასთვის შესაბამისი უწყება, მთელმა მსოფლიომ გააკრიტიკა ამ ფორმის გამო.

მართალი, ტყუილი და ცინიზმი ესაა ამ წერილში, მეტი არაფერი არ არის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"გამარჯობა, საქართველო“ - ქართულად მისალმება და ემოციური სიტყვები, რომელსაც საქართველოში მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი აქვეყნებს (ფოტოები)

"ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია" - თეა წულუკიანი

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე