ავტორი:

სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

11 ივნისიდან ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება (შენიშვნა: ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. უეფამ კი სახელი არ შეცვალა და ტურნირს ოფიციალურად - ევრო 2020-ს უწოდებენ). ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსული მხარე უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურებმა აღაშფოთა.

საქმე ისაა, რომ მაისურზე დატანილია უკრაინის რუკის კონტურები, რომელშიც შედის რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიები. გარდა ამისა, მაისურზე არის წარწერა - "დიდება უკრაინას.“

აღნიშუნულ საკითხზე BBC-სთან კომენტარი გააკეთა Uefa-ს წარმომადგენელმა - "უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურები (და ასევე სხვა გუნდების) ევრო 2020-სთვის უეფას მიერ უკვე დამტკიცებულია, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით“, - აცხადებენ უეფაში.

სარეკლამო ვიდეორგოლში კარგად ჩანს უკრაინელთა ფორმა, მასზე თეთრი კონტურითაა დატანილი უკრაინის რუკა, რომლის შემადგენლობაშიც მოქცეულია პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული რეგიონები - დონეცკი და ლუგანსკი, ანექსირებული ყირიმი.

"დიდება უკრაინას“ - მაისურის უკანა მხარეს წერია. ამ სლოგანს სკანდირებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები უკრაინაში 2014 წელს.

"გვჯერა, რომ ეს მაისური უფრო მეტ ძალას მისცემს ჩვენს მოთამაშეებს, იმიტომ, რომ მათ უკრაინისთვის უნდა იბრძოლონ“, - ამბობს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ხემძღვანელი, ანრეი პაველკო.

საკითხზე კომენტარები რუსეთში მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა გააკეთეს. ისინი აცხადებენ, რომ რუკის დატანა უკრაინელი ფეხბურთელების მაისურებზე, უკრაინის მხრიდან "პოლიტიკური პროვოკაციაა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკრიტიკა უკრაინა აღნიშნული მაისურების გამო და თქვა, რომ ის, რაც მაისურებზეა დატანილი "შეუძლებელ ილუზიას“ ქმნის. მისივე თქმით, სლოგანი - "დიდება უკრაინას“, ნაციონალისტურია.

დუმის დეუტატი დმიტრი სვიშჩოვი კი აცხადებს, რომ მაისური "სრულიად შეუსაბამოა“ და უეფას "ზომების მიღებისკენ“ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ევრო 2020 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატს 11 სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს, მათ შორისაა, რუსეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, სადაც ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.

წყარო: BBC.com

ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტი მიმდინარეობს - ისტორიული ფოტოები კორნოულიდან

"შეხვედრისას არ ჩაგეძინოს და გთხოვ, გადაეცი მას ჩემი გულთბილი მოკითხვა" - ტრამპის მიმართვა ბაიდენს პუტინთან შეხვედრამდე

ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?