ავტორი:

სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერთა აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა - ის სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს

სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერთა აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა - ის სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ამასთან, ვასაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი "ღირსების მარში“ გააუქმოს.

ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება. აქციაზე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

"დამთხვევები ბადებს ეჭვს - "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" პრემიერის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს, აქამდე არ ყოფილა" - მდინარაძე გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება?