ავტორი:

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

რეჟიოსორი ქეთი დოლიძე სტუმრად იყო ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ნოესთან". რადგან ბევრს ახსოვს მისი ცნობილი ფრაზა: "რას აკეთებს ელიავას ბაზრობაზე დაბუდებული ხალხი, რატომ არ ბრუნდებიან სოფლებში?!“, წამყვანმა "ჩამოსულებთან" დაკავშირებით ჰკითხა, რაზედაც რეჟისორმა ასე უპასუხა:

"გასაგებია, რატომაც არის აქ, მაგრამ კერძოდ, ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია. გურიაში ჩემი ყველა ნათესავიდან არავინ ჩამოსულა თბილისში, არავინ. ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი, შეუძლებელია, ყველა თბილისში იყოს. შეიძლება ზედმეტად ხისტი ვიყავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მირჩევნია ადამიანი, რომელსაც უჭირს თავის კარ-მიდამოში, სჯობს გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, რომ ვიღაც წაიყვანს სანტექნიკის გასაკეთებლად..."

წამყვანი ასევე ძალადობის თემას შეეხო და ქეთი დოლიძეს ბესო ზანგურსა და ნინუცა მაყაშვილს შორის მომხდარ სკანდალზე, გამოთქმული აზრი გაახსენა, იმჟამად ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5000 ლარიან კონვერტს! წერტილი! აბა, ახლა მეც ჩამქოლეთ!"

რაზეც ქეთი დოლიძემ განაცხადა:

"მასე არ მითქვამს, რომ "ელოდო". მე ვთქვი, რომ ძალადობა არის წარმოუდგენელი. რას ლაპარაკობ, ჩემს ქმარს რომ ჩემთვის ოდესმე გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა, მაგას მოვითმენდი?! რომ თქვას ადამიანმა, - ასე იყო, ვითმენდი და მეტს ვეღარ მოვითმენო, გასაგებია, მაგრამ როდესაც ამას ახლავს ხუთი ათასლარიანი კონვერტი, მე ამაზე მაქვს რეაქცია, თორემ არც ის ოჯახი და არც გოგონები არიან ფულის ხამები. მითუმეტეს, როცა ყოფილ ქმართან გყავს შვიდი წლის შვილი, უნდა იფიქრო იმაზეც, მეორე დღეს ბავშვი სკოლაში რომ მივა, მამამისი როგორ გამოჩნდება მეგობრების თვალში. ძალადობას ითმენენ სულელი ქალები..."

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას