ავტორი:

"პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცხვირის წვეთები" - ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ მედიკამენტზე

"პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცხვირის წვეთები" - ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ მედიკამენტზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მეცნიერებმა შექმნეს ჰიბრიდული ანტისხეულები, რომელთაც შეძლეს SARS-CoV-2-ის რაოდენობა შეემცირებინათ და ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცხვირის წვეთები".

"საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature - ში, წინა კვირას. მეცნიერებმა შექმნეს ჰიბრიდული ანტისხეულები, რომელთაც კლინიკური კვლევების დროს შეძლეს მკვეთრად შეემცირებინათ SARS-CoV-2-ის რაოდენობა, დაავადებული თაგვების ფილტვებში. ეს პრეპარატი ცხვირის წვეთების სახით მზადდება და შეიძლება ისე იქნას გამოყენებული, როგორც ცხვირში ჩასაწვეთებელი "სპრეი".

პანდემიის ადრეული დღიდან მოყოლებული, მეცნიერები მუშაობენ იმაზე რომ ანტისხეულები გამოყენებული იქნეს COVID-19-ის მკურნალობისთვის. დღეს რამდენიმე ასეთი ანტისხეული იმყოფება კლინიკურ გამოკვლევების გვიან სტადიაზე და რამდენიმე მათგანი დამტკიცებულია გადაუდებელი გამოყენებისათვის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი უწყებების მიერ. თუმცა, ექიმებს შორის ანტისხეულებით მკურნალობა არცთუ ისე პოპულარულია. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ის გამოიყენება ინტრავენური ინფუზიის საშუალებით და არ ხვდება უშუალოდ სასუნთქ გზებში, სადაც ძირითადად გვხვდება ვირუსი, ამიტომ საჭიროა მათი მაღალი დოზების მიღება, რომ ეფექტურად იმუშაონ. ჟიგიანგ ან-მა, (ანტისხეულების ინჟინერი ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების ცენტრიდან, ჰიუსტონში) და მისმა კოლეგებმა დაიწყეს ანტისხეულის ინჟინერია, რათა საშუალება მიეცეთ, რომ ისინი პირდაპირ ცხვირში მოხვდენ. მათ დაასკანერეს ანტისხეულები ჯანმრთელი ადამიანისგან და იმის მიხედვით გააანალიზეს, თუ რომელ მათგანს შეეძლო SARS-CoV-2 კომპონენტის ამოცნობა, რომელსაც ვირუსი უჯრედებში ჩასართავად და შესასვლელად იყენებს. ასეთ პერსპექტიულ კანდიდატებს შორის იყო IgG ანტისხეულები, რომლებიც ინფექციის შემდეგ შედარებით ნელა ჩნდებიან, მაგრამ ძალიან ზუსტად ერგებიან შემოჭრილ პათოგენს. გუნდმა IgG– ის ფრაგმენტები სხვა ტიპის მოლეკულას მიამაგრა: IgM ანტისხეულებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც სწრაფი პირველადი რეაგირება, ინფექციის ფართო სპექტრზე. ინჟინერირებულ IgM-ს გაცილებით ძლიერი "განეიტრალება" ჰქონდა SARS-CoV-2– ზე მეტი 20 ვარიანტის მიმართ, ვიდრე მხოლოდ IgG– ს. როდესაც ინფექციიდან ექვსი საათით ადრე, ან ექვსი საათის შემდეგ ისინი თაგვებში შეიყვანეს, ინჟინერირებულმა IgM– მ ვირუსის რაოდენობა მღრღნელების ფილტვებში მკვეთრად შეამცირა, ინფიცირებიდან ორი დღის შემდეგ.

კვლევები გაგრძელდება და თუკი შედეგები კარგი იქნება, ეს პრეპარატი შესაძლებელი იქნება იყოს გამოყენებული, როგორც ერთგვარი ქიმიური ნიღაბი, რომელიც შეიძლება ყველამ გამოიყენოს, ვინც SARS-CoV-2 ზემოქმედებას დაექვემდებარება და დაცვის დამატებითი ხაზი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს დაცული ვაქცინებით. იმის გამო, რომ IgM მოლეკულები შედარებით სტაბილურია, შეიძლება შესაძლებელი გახდეს მათი როგორც ცხვირის წვეთების გამოშვება, რომელსაც შეიძენენ აფთიაქში და შეინახავენ გადაუდებელი გამოყენებისათვის. ეს ნამუშევარი არის "დიდი ინჟინერია" - განაცხადეს მეცნიერებმა

"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

"ჩავრთოთ ბლუთუზი, გავააქტიუროთ აცრილი მხარე და დაველოდოთ... შევამოწმოთ და არ იჭერს, მამაო" - დეკანოზის პოსტი და ექიმის სახალისო პასუხი

დღის ფოტო თუშეთიდან - ცხენები თოვლიან უღელტეხილზე...