ავტორი:

"ჩვენი მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება" - რითი ემუქრება ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობას", თუ ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

"ჩვენი მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება" - რითი ემუქრება ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობას", თუ ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან მიწვეული სამუშაო ფორმატებში და ვერ ისარგებლებენ შესაბამისი პრივილეგიებით, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

,,შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. თუ ხელს არ მოუწერენ მიშელის დოკუმენტს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ისინი ვერ ისარგებლებენ, მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ამ დოკუმენტის აღსრულებას. ისინი არ იქნებიან მოწვეული სამუშაო ფორმატებში, ვიდრე ხელს არ მოაწერენ ამ დოკუმენტს, ეს შეიძლება იყოს საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს,

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა... რეალობა იყო ასეთი..." - როგორ პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს?

"ქონება, რომელიც საზღვარგარეთ მქონდა გავყიდე და ეს თანხა დეპოზიტზე ინახებოდა" - რას ამბობს გახარია საფრანგეთში შეძენილ ბინაზე, რომელშიც 470 ათასი ევრო გადაიხადეს

"ოცნებას" იმედი ჰქონდა, "ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდოდა... ახლა არ იციან, მოჭიდავეები მიიყვანონ თუ ქურდი ჩარიონ, რომ "პალაჟენია" აღადგინონ" - ხუხაშვილი