"ჩეხეთის კარიტასმა“  მუნიციპალიტეტებს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები გადასცა

"ჩეხეთის კარიტასმა“  მუნიციპალიტეტებს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები გადასცა

"ჩეხეთის კარიტასმა საქართველოში“ სლოვაკეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში "მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასქტუქტურის გზით“, დუშეთის მუნიციპალიტეტს 100 000 ევროს ღირებულების 14 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავმზიდი და 1110 ლიტრიანი ლითონის სანაგვე ურნები გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს გადასცა 7 კუბური მეტრის მოცულობის 4X4-ზე სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელი მანქანა, 137 ცალი 240 ლიტრიანი ურნა სეპარირებული ნარჩენებისთვის და ასევე 60 ცალი 1110 ლიტრიანი მეტალის ურნა.

"გარდა ამისა, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა მყარი ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მოდელი, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების მართვის პრაქტიკის დანრგვაზე. ნარჩენების გადამუშავების საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა რამდენიმე კამპანია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალდაგი კომპანიებს ქონების დაზღვევას სთავაზობს

მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს

PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში გადახდის ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა