ავტორი:

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევს?

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევს?

სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზად არის საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გაცვალოს, რომლებსაც ერევანში სამხედრო ტყვეებად მიიჩნევენ.

ორშაბათს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტყვეები „ბაქოს ციხეებში იბრძვიან სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ისინი არ გვაპატიებენ, თუკი მათი თავისუფლებისთვის მსხვერპლად შევწირავთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“.

მისი ამ განცხადების შემდეგ, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს 20-25 სამხედრო ტყვე.

"მე ვამბობ, რომ თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს - გადმოგცემ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ. ოფიციალურად ვაცხადებ, გადმოგცემთ ჩემს შვილს ყველა ტყვეს სანაცვლოდ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

უეფა-მ მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი განაცხადა

"სომხეთის მოსახლეობას ძველი რეჟიმების დაბრუნება არ სურს" - რა გახდა ომწაგებული ფაშინიანის გამარჯვების მიზეზი?

დუბაის გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას მოულოდნელი გამოჩენა - რა ფოტო ვრცელდება ინტერნეტში და რას წერს გოგონას მეგობარი