ავტორი:

"ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"'მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცით, რომ შეჭმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?"- ამ შეკითხვით მიმართა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.

მან "ქართულ ოცნებას“ მიმართა, პასუხი გაეცათ კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა რუსი პოლიტიკოსი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან პასუხის შემთხვევაში მზად არის, ამნისტიის შესახებ პროექტს მხარი დაუჭიროს.

"მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, სხვათაშორის, ამაში გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ 24 საუკუნის მერე თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში.

მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცით, რომ შეჭმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ქართველ ხალხს თქვენგან ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე ოფიციალურად პასუხი. პასუხს თუ მივიღებ, პირობას გაძლევთ, რომ ამას (ამნისტიის პროექტი) მხარს დავუჭერ, ოღონდ პასუხი გაგვეცით, როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში“,-განაცხადა სანიკიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება გართულდება" - რა განაცხადა  ლიეტუვის პრეზიდენტმა?

"როცა სიტუაცია არაჯანსაღია, ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა ადეკვატურია... სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ" - "ოცნების" დეპუტატი