ავტორი:

"თვითონ არ რცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს "თავის მოჭრის" საკითხებზე ვესაუბრო" - გია ვოლსკი

"თვითონ არ რცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს "თავის მოჭრის" საკითხებზე ვესაუბრო" - გია ვოლსკი

ვინ ლაპარაკობს თავის 2 - თვიან ციხესთან დაკავშირებით. ამ ადამიანმა მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხეში ამყოფა და შეგვაგუა, რომ ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, ნიკა მელია „რეჟიმის დამთავრების ბოლო დღეებში ქონების მიტაცების მთავარი ორგანიზატორია“ და როდესაც ამ საკითხებზე პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად ყველამ თვალი დახუჭა, „საკმაოდ არააგრესიული და წყნარი იყო“.

"სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში არ არის ქართული ფენომენი. ბრიტანული, თუ სხვა ევროპული პარლამენტებიც გარკვეულწილად გამოირჩევა სიტყვიერი დაპირისპირებით და ეს ზოგჯერ საკმაოდ მწვავე დებატებში და ხისტ გამონათქვამებშიც გადაიზრდება ხოლმე. მთავარია საკითხი თუ რაზე ვკამათობთ. ვინ ლაპარაკობს თავის 2 -თვიან ციხესთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხეში ამყოფა და შეგვაგუა, რომ ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია. რომ არა არჩევნები 2012 წელს ეს გაგრძელდებოდა და შეიძლება უარესიც ყოფილიყო. გარდა ამისა, ეს ადამიანი რეჟიმის დამთავრების ბოლო დღეებში ქონების მიტაცების მთავარი ორგანიზატორი იყო და იმ პერიოდში როდესაც ამ საკითხებზე თვალი დახუჭა ყველამ პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად, საკმაოდ არააგრესიული და წყნარი იყო ამ პერიოდში. თვითონ არ რცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, რომ მაგალითად გუბაზ სანიკიძეს თავის მოჭრის საკითხებზე ვესაუბრო და სირცხვილი რა არის ამ საკითხზე წამოვწიო კამათი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმით, „20 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში ვერავინ ნახა”. გია ვოლსკის შეფასებით, ამ განცხადებას მხოლოდ „უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გააკეთებს“.

"იმ განცხადებებს თითქოს პარლამენტში არავინ იმყოფებოდა, კაბინეტები დაკეტილი იყო, ის რეკავდა და პასუხს არავინ აძლევდა მგონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი თუ გააკეთებს. მერიდება ასეთ უსუსურ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება. რას ნიშნავს კაბინეტში არავინ არ იყო? კაბინეტებშიც იყვნენ და უმრავლესობის წევრებიც საკმაოდ ბევრნი იმყოფებოდნენ შენობაში, თუმცა რა საკვირველია საპოლიციო ოპერაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. გარწმუნებთ, რომ ოპოზიციასაც შეუძლიათ დაადასტურონ, 20 ივნისს ჩვენ აქ ვიყავით და არაერთ ოპოზიციონერს შევხვდი მეც და პირადად ჩემი კოლეგებიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია" - თეა წულუკიანი

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?