ავტორი:

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე

თეატრისა და კინოს ქართველ რეჟისორს, მწერალსა და მხატვარ რეზო გაბრიაძეს დღეს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

გთავაზობთ მწერალ აკა მორჩილაძის მონაყოლს რეზო გაბრიაძეზე, რომელშიც მასთან წლების წინანადელ შეხვედრას იხსენებს:

"ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა... იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს... ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იყო რუსთაველზე და ამას ჰყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილ ტკივილზე. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ, ეს სულ სხვა ტკივილი იყო.

მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო".

ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა… ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.

მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.

მოვიგეთ, ფეოლა…

გაგიჭირდებოდათ.

მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ”. წაიკითხეთ სტატია სრულად

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები