ავტორი:

თელავში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა - ერთ-ერთი თავის არეში მაკრატლითაა დაჭრილი

თელავში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა - ერთ-ერთი თავის არეში მაკრატლითაა დაჭრილი

თელავში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ-ერთი სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობით მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ხოლო მეორე ახალგაზრდას დაზიანება თავის არეში მაკრატლით აქვს მიყენებული, რის გამოც თბილისში ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

ერთ-ერთი ვერსიით, ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. არცერთი დაშავებული დეტალებზე არ საუბრობს და ამბობენ, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილობლობით გულისხმობს.

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს