ავტორი:

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

პოლიტიკოსი, პარტიის "ხალხისთვის" დაფუძნებელი ანა დოლიძე ა.წ. 8 მარტს, მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად კრავაი დაარქეს. ამის შესახებ ანამ თვითონ დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

"მეგობრებო, გაჩნდა პატარა კრავაჲ. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს", - დაწერა იმჟამად ანა დოლიძემ.

მანამდე კი ანამ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის სქესს სიურპრიზად ინახავდნენ.

კრავაი

"ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა", - ამბობდა ანა.

"ჩემს შვილს ჰქვია პირველი ქართველი ფასილიტატორის, კრავაი ჯაყელის სახელი. ფასილიტატორები ძალიან აქტუალური თემაა ჩვენს პოლიტიკაში", - ეს კი ანა დოლიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში მშობიარობის შემდეგ განაცხადა.

ანა ანდროსთან ერთად

ანა დოლიძეს კიდევ ერთი შვილი - ანდრო კაკაბაძე ჰყავს.

  • ინფორმაციისთვის, კრავაჲ ჯაყელი XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკოსი ქალბატონი იყო. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.

"ამან წნევა საერთოდ დამიგდო და სრული კატასტროფა მომივიდა, პანიკაში ჩავვარდი" - კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს

დანიელი ექიმი ადასტურებს, რომ ერიქსენს მოედანზე "გული გაუჩერდა“ - რამ გამოიწვია ყოველივე და რა თქვა ექიმმა პრესკონფერენციაზე

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა