ავტორი:

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საზოგადოება ბელადომანიას უნდა მოეშვას.

„მიშა რომ ჩემზე რაღაცეებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა?! ბოლო-ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ! ბიძინა ხომ წავიდა, ეგეც წავიდეს და თავი გაანებოს, მერე მელიაც სხვანაირად მოიქცევა და ხალხიც სხვანაირად დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში? 2012-ის არჩევნები გაიხსენონ, 2013-ის და მიხვდებიან, რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო! თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ. თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. მაგენი კიდევ უცხოეთში გარბიან. მელია ხომ დაიჭირეს? - ვაჟკაცურად მოიქცა - დარჩა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები - ლენინი ხარ ფინეთში?!“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"გახარიას არავინ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით" - რომან გოცირიძე

"გამეცინა..." - კახა კუჭავას პასუხი კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის?