ავტორი:

11 ივნისი - „ჯინო ფერედაისის“ გრანდიოზული გახსნა და საჩუქრები ყველა სტუმარს

11 ივნისი - „ჯინო ფერედაისის“ გრანდიოზული გახსნა და საჩუქრები ყველა სტუმარს

11 ივნისიდან განახლებული „ჯინო ფერედაისი“ დასვენების სეზონს ხსნის და სტუმრებს სპეციალური პროგრამით მასპინძლობს. რაც მთავარია ამ დღეს ყველა მათგანი მიიღებს საოცარ საჩუქრებსა და დაუვიწყარ ემოციებს.

გახსნასთან დაკავშირებით გელოდებათ გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, რობოტების შოუ, ფოტოსესიის კუთხე თქვენი პატარებისთვის, სხვადასხვა საინტერესო წარმოდგენა, ფერადი და უგემრიელესი კოქტეილები.

კომპანიამ გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო კომპლექსში განახორციელა 1 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია, რათა სტუმრებმა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით და უსაფრთხოდ შეძლონ დასვენება. ამასთან, ინვესტიცია ჩაიდო კომპლექსის ვიზუალიზაციის განახლებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ „ჯინო ფერედაისი“ აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი გამაჯანსაღებელ-სარეკლაქსაციო კომპლექსია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ისეთ განსხავებულ და განსაკუთრებულ პროცედურებს, როგორიც არის კლეოპატრას აბაზანები და ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სკამი (აბაზანა და სავარძელი მოოქროვილია 24 კარატიანი ოქროთი). ამგვარი სერვისის მიღება მხოლოდ საქართველოში და „ჯინო ფერედაისშია“ შესაძლებელი.

ჯინოში არსებულ „ექსელენთ სივრცეში“ შეგიძლიათ ისეთი უნიკალური სერვისებით ისარგებლოთ, როგორიც არის სხვადასხვა ვირპული, ლუდის აბაზანა, ვიაიპ სივრცე. ჩამოთვლილთაგან ყველა მათგანი საშუალებას მოგცემთ, განიტვირთოთ, მაქსიმალურად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. აქვე შეგიძლიათ, გადაიხადოთ დაბადების დღე, ქორწილი და აღნიშნოთ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება. თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვაში სურვილისამებრ დაგეხმარებათ „ჯინო ფერედაისის“ გუნდი, რომელიც იზრუნებს დეკორაციებზე, მუსიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა ყველაფერმა გემოვნებიანად და ბრწყინვალედ ჩაიაროს.

რაც შეეხება ველნეს და სპა სივრცეს, ის შექმნილია რელაქსაციისთვის. სხვადასხვა სახის მასაჟი და პროცედურა დაუვიწყარი დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.

წელს „ჯინოში“ სიახლეს წარმოადგენს ოლიმპიკის ზონის გახსნა რომელიც განკუთვნილია მყუდროდ და მშვიდად დასვენებისა და განტვირთვისთვის. აქ შექმნილი გარემო საშუალებას მოგცემთ, გადატვირთული სამუშაო დღეების შემდეგ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. გარკვეულ დღეებში კი ამავე სივრცეში შესაძლებელია ღონისძიებების მოწყობაც, იქნება ეს დაბადების დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა.

ასევე, გარე სივრცეში ზრდასრულებისთვის ფუნქციონირებს პანორამა აუზი თბილისის ზღვის ხედით, რომელიც ფოტოსესიისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

„ჯინოს“ გარე ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები, რომელიც პატარებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. სპეციალურ აუზში ბავშვებს დახვდებათ სხვადასხვა ატრაქციონი, ასევე, ჩქაროსნული მდინარეები და აუზი ტალღებით, რომელიც ძალიან სახალისოა.

აღსანიშნავია, რომ „ჯინო ფერედაისი“ განსაკუთრებულად ზრუნავს სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ აუზებში 24/7 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამმაგი ფილტრაცია, წყლის ტემპერატურა კი მზიან ამინდზე არ არის დამოკიდებული, რადგან ხელოვნურად თბება.

მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე დაცულია COVID-19-ის პრევენციისთვის დაწესებული ნორმები, შესაბამისად, შეგიძლიათ, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, „ჯინოში“ თამამად დაისვენოთ და განიტვირთოთ.

R

"დოიჩე აფთიაქის“ პეკინის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული აქციები, ფასდაკლებები და საჩუქრები გელოდებათ

მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის

ლექსუს თბილისი ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-is უმნიშვნელოვანესი ჯილდო