ავტორი:

"გამარჯობა, საქართველო“ - ქართულად მისალმება და ემოციური სიტყვები, რომელსაც საქართველოში მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი აქვეყნებს (ფოტოები)

"გამარჯობა, საქართველო“ - ქართულად მისალმება და ემოციური სიტყვები, რომელსაც საქართველოში მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი აქვეყნებს (ფოტოები)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფება. მის "ფეისბუქ“ გვერდზე კი საქართველოდან უკვე პირველი პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ქართული მისალმებით იწყება.

"გამარჯობა, საქართველო! დღეს ვიწყებ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომლის ძირითადი მიზანია ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მეგობრული და კულტურული კავშირების გამყარება.

საქართველო უდიდესი ისტორიის, უნიკალური ენის, განსაკუთრებული ბუნების და მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანაა და ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორ ჩვენ“, - წერს ნაუსედა.

ცნობისთვის, ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავას შეხვდება. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს პრეზიდენტის შეხვედრას ადგილობრივ ლიეტუველ თემთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტი და მისი მეუღლე ასევე შეხვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოინახულებს.

პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში ანტანას ვილკუტაიტის-კეთურაკისის ძეგლის გახსნის ცერემონიალსა და წიგნის პრეზენტაციას დაესწრება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება გართულდება" - რა განაცხადა  ლიეტუვის პრეზიდენტმა?

"როცა სიტუაცია არაჯანსაღია, ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა ადეკვატურია... სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ" - "ოცნების" დეპუტატი