ავტორი:

სიყვარული ერთი ლეგენდით - ვინ იყო აფთიაქარი და მწერალი, რომელმაც ლიეტუველებს ქართველები ასე განსაკუთრებულად შეაყვარა?

სიყვარული ერთი ლეგენდით - ვინ იყო აფთიაქარი და მწერალი, რომელმაც ლიეტუველებს ქართველები ასე განსაკუთრებულად შეაყვარა?

რატომ უყვართ ლიეტუველებს ქართველები და საქართველო ასე განსაკუთრებულად? - ეს კითხვა ალბათ ბევრჯერ გაგვჩენია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ლიეტუვა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტერესების ხმალამოღებულ დამცველად იქცა. ლიეტუველებსა და ქართველებს შორის მეგობრობა XX საუკუნიდან იღებს სათავეს...

ამ განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი აფთიაქარი და მწერალი კაცია, რომელმაც საქართველო ისეთ ზღაპრულ ქვეყნად დაუხატა თანამემამულეებს, ერთბაშად საოცნებო ქვეყნად აქცია.

1900-იანი წლების საქართველოში ჩამოსული აფთიაქარი ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი ისე მოიხიბლა უცხო მხარის მშვენიერებით, მთელი საქართველო შემოიარა. შთაბეჭდილებები იმდენად -0:15 ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ასე დაიბადა ლეგენდა "დაწყევლილი ბერები", რომელიც გამოქვეყნებისთნავე აღიარებულ იქნა ლიეტვური კლასიკური პროზის ნიმუშებად.

მოგვიანებით ნაწარმოები სასკოლო პროგრამაში შეიტანეს. ასე იქცა საქართველო ლიეტუველი ბავშვებისთვის საოცნებო მხარედ. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცის მიერ დაწერილი ლეგენდები მთარგმნელმა, ლიეტუვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრმა ნანა დევიძემ თარგმნა. ვინ იყო ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი და როგორ მოხვდა ის თბილისში? საქართველოზე შეყვარებული ლიეტუველის შესახებ ნანა დევიძე გიამბობთ:

  • გზა წვიმიანეთიდან ფერად საქართველომდე

- ლიეტუვა-წვიმიანეთს ნიშნავს. იქ მართლაც სულ წვიმს. ამიტომ ეს ჩვენი სამშობლო, თავისი ჩახჩახა მზით, განსაკუთრებით ხიბლავთ ჩვენს ჩრდილოელ მეგობრებს, რომლებიც მასობრივად საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდნენ. რუსეთს თურქეთის ფრონტიდან გამოჰყავდა ჯარები. რუსულ არმიაში, როგორც ქართველი, ასევე ლიეტუველი ოფიცრებიც მსახურობდნენ, ლიუტუველი სამხედრო პირების გამოყვანის შემდეგ ისინი სამშობლოში არ დაუბრუნებიათ, მათ კარგა ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრება მოუწიათ. fb სწორედ მაშინ შეიქმნა ლიეტუველების პირველი სათვისტომო საქართველოში. ის ხელს უწყობდა თანამემამულეებს, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, თუმცა დაბრუნებამდე მათ მომღერალთა გუნდიც ჩამოაყალიბეს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ჩაუდგნენ სათავეში. ეს იყო ლიეტუველების პირველი ურთიერთობა საქართველოსთან... საქართველოს მასშტაბური გაცნობა კი ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისს სახელს უკავშირდება.

ანტანას ჟუკაუსკასი გახლდათ აფთიაქარი. 1903 წელს ანტანასი საქართველოში გამოაგზავნეს. მან სოლოლაკში, ესტონელი აფთიაქარის, ფერდინანდ ოტენის აფთიაქში თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. იმავე აფთიაქში მუშაობდა პროვიზორი ვანო ბრეგვაძე, რომელსაც ანტანასი ძალიან დაუმეგობრდა. (სხვათა შორის, იმ აფთიაქის სივრცის ნაწილი დღესაც აფთიაქს უკავია. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მისი ინტერიერი იმავე სახით იყო შემორჩენილი, როგორიც ოტენის დროს, სამწუხაროდ, იმ საშინელ 90-იან წლებში ყველაფერი განადგურდა, ჩვენ როგორც გვჩვევია, ვერ მოვუარეთ და ვერ გავუფრთხილდით ამ უნიკალურ აფთიაქს). გააგრძელეთ კითხვა

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

"ერთი ადამიანი შემოყვანილი იყო გულის გაჩერებით... დაშავებულებს შორის ბავშვიც არის" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი