ავტორი:

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არცერთი აზერბაიჯანელი სამხედრო არ დაღუპულა, არც დაშავებულა.

"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხური მხარე მიზანმიმართულად ატარებს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების პოლიტიკას და ახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს არჩევნებამდე. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება,“- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გუშინ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სომეხმა მესაზღვრეებმა კი შესაბამისად უპასუხეს.

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას