ავტორი:

"ღარიბაშვილს რომ გენერატორი დაუყენო, "ნამახვანის" ნახევარი სიმძლავრის ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ცარიელ თავში რა ქარიც უქრის" - მიხეილ სააკაშვილი

"ღარიბაშვილს რომ გენერატორი დაუყენო, "ნამახვანის" ნახევარი სიმძლავრის ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ცარიელ თავში რა ქარიც უქრის" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა არაბიძის იუმორისტული შოუს სტუმარი იყო. არაბიძემ მას უკრაინაში ჩააკითხა. ექსპრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე იხუმრა და მათ შორის, ქარის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით. ნიკა არაბიძემ მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა "ნამახვანჰესზე" და შეახსენა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰესების აშენების აუცილებლობაზე საუბრობდა, ხოლო ახლა, მოსაზრება შეიცვალა, რასაც სააკაშვილმა ასე უპასუხა:

"ეს როდის იყო - მაშინ, როცა იყო ბნელი და უკუნითი, მერე მოვედით ჩვენ და განათდა ქვეყანა. ბნელი და უკუნითი სანამ იყო, ვამბობდი, რომ უნდა აშენებულიყო. აგერ, მზის ბატარეები მიდგას სახურავზე, სულელი ხომ არა ვარ?! იმიტომ მიდგას, რომ იაფია და კარგი ტექნოლოგიაა. ქარის წისქვილები - ჯერ ერთი, რა ქარი არის ქუთაისში, რუსთავში, ზღვაზე...იქ ჩააყენეთ და იყავით.

მეორეც, რამდენი ქარი უქრის ხალხს თავში ჩვენთან, განსაკუთრებით, პარლამენტარებს, ხელისუფლებას. დაუყენე თითო გენერატორი თითოს...ენერგეტიკის მინისტრს, პრემიერ-მინისტრს.

წარმოიდგინე, ღარიბაშვილს რომ დაუყენო, ნამახვანის ნახევარი სიმძლავრის ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, თავის ცარიელ თავში რა ქარიც უქრის. გენერატორები დაიყენონ თავებზე", - ამბობს სააკაშვილი.

პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი